აბაზანის ბრენდები
აბაზანის ბრენდები
„რუმ დიზაინ გალერეა“ გთავაზობთ აქსესუარებს, რომლებიც შთაგონებულია ბაროკოს ეპოქის მდიდარი სტილითა და მოტივებით. აქსესუარებს აქვთ შედევრების დონე, დატვირთული დახვეწილი ორნამენტებითა და იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი მოხდენილი დეტალებით, რომლებიც განსაკუთრებულ შეგრძნებასა და განწყობას სძენენ ნებისმიერ ინტერიერს. განწყობა და სასიამოვნო ემოცია - ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც გესალმებათ თქვენი ოცნების სახლიდან კარის გაღებისას. აქსესუარებს აქვთ ძალა, დაასრულონ სახლის სივრცე, შეკრიბონ ისინი ერთობაში და გახადონ ის ჰარმონიული. ერთი შეხედვით, ეს პატარა ნივთები პიკანტურ ნოტს ჰგავს, რომელიც მთელ სივრცეს ყველაზე მნიშვნელოვან ეფექტს სძენს და ეს ეფექტი - სტილის დახვეწილობაა. სწორად შერჩეული აქსესუარები ხაზს უსვამს თქვენს გემოვნებას, თქვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას სივრცისა და ინტერიერის მიმართ. სწორედ ამიტომ, „რუმ დიზაინ გალერეა“ გთავაზობთ ფრანგულ, ჰოლანდიურ და ესპანურ დეკორაციებს, ჩარჩოებს, ბალიშებს, სარკეებს - რათა იგრძნოთ პიკანტური ნოტი თქვენს ინტერიერში.