ბრენდები
პარტნიორები
კომპანია "ROOM DESIGN GALLERY" ევროპასა და ამერიკაში მოქმედი ცნობილი კომპანიების სანდო პარტნიორია. ის მომხმარებელს სთავაზობს როგორც სტანდარტული ხარისხის მოდელების ფართო არჩევანს, ასევე ინდივიდუალურ, სპეციალურად დამზადებულ პროდუქციას უმოკლეს ვადებში, ხელსაყრელი, პროფესიონალური და მაღალი კლასის სერვისის დახმარებით. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ღია კომუნიკაცია პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ჩვენი წარმატების გარანტიაა. საბოლოო მიზნის მისაღწევად ერთი და იგივე შეხედულებების ქონა და წარმატებულ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან მჭიდრო პარტნიორობა ჩვენი ერთ-ერთი უძლიერესი მახასიათებელია. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ეს პარტნიორობა საინტერესო და გრძელვადიანი იყოს ორივე მხარისთვის, რადგან მუდმივად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ. "Room Design Gallery"-ის გუნდი მუდმივად ადევნებს თვალს სიახლეებს და წარმატებით ინტეგრირებს მათ ადგილობრივ ბაზარზე.












































